ინგლისური ენის საჭიროებას ყველგან წააწყდებით. აი, მაგალითად, თუკი კარიერულ განვითარებაზე ვისაუბრებთ, მაშინ ინგლისურს აქაც ვერ ავუვლით გვერდს. შესაბამისად, ამ ენის ცოდნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს კარიერულ პერსპექტივებს. ან თუ უბრალოდ მოგზაურობა გიყვართ, ამ ენის სწავლა მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს სამოგზაურო გამოცდილებას, რაც მარტივი ნავიგაციის ანდა ადგილობრივებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მოგცემთ.
ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ინგლისური მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ენაა. ეს უკანასკნელი ერთგვარ ლინგუა ფრანკად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ის ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს — ან ამ ენაზე ვმუშაობთ, ან კიდევ ვფიქრობთ როგორ ვისწავლოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა.
ინგლისურის სწავლა მარტივია და ყოველდღიური გამონათქვამები ინგლისურად, ალბათ, არასოდეს დაგვავიწყდება, მაგრამ მოდით, გავიხსენოთ ის ინგლისური ფრაზები, რომელიც ემოციების გამოხატვაში დაგვეხმარება, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება დამკვიდრებული ვარიანტებისაგან.